IRI: ოჯახში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას 65% “ცუდად” აფასებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 82% თვლის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა.

მოსახლეობის მხოლოდ 1% თვლის, რომ სიტუაცია ძალიან გაუმჯობესდა და 2% თვლის, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდა. მოსახლეობის 42% პასუხობს, რომ სიტუაცია ნაწილობრივ გაუარესდა, ხოლო 40%-ის აზრით, ძალიან გაუარესდა.

კითხვაზე, “როგორ აღწერდით თქვენს ოჯახში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას”, მოსახლეობის 43% პასუხობს, “ნაწილობრივ ცუდად”, ხოლო 22%-ის თქმით, “ძალიან ცუდად”.
ამ შეკითხვაზე მხოლოდ 1% პასუხობს “ძალიან კარგად”, 32% პასუხობს “ნაწილობრივ კარგად”, ხოლო 1%-ს არ აქვს/არ სურს პასუხი.

2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევასთან შედარებით, 5%-ითაა შემცირებული მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ “ნაწილობრივ კარგადაა” და ასევე 5%-ითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც “ძალიან ცუდადაა” ეკონომიკურად.

კითხვაზე, “ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, თქვენს ოჯახში როგორ შეიცვალა ეკონომიკური სიტუაცია?”, 67% პასუხობს, რომ ცუდად.

კერძოდ, 42%-ის თქმით, “ნაწილობრივ გაუარესდა”, ხოლო 25%-ის თქმით, “ძალიან გაუარესდა”. ამავე კითხვაზე არცერთი ადამიანი არ პასუხობს, რომ მათი მდგომარეობა “ძალიან გაუმჯობესდა”. 3% ამბობს, რომ “ნაწილობრივ გაუმჯობესდა”, ხოლო 1%-ს არ აქვს/არ სურს პასუხი.

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ
შემდეგი სტატიარუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია – სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი