IRI: მოსახლეობის 53% სანდოდ არ მიიჩნევს ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 53% სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

კერძოდ, კითხვაზე “რამდენად ენდობით იმას, რომ ცესკო შეძლებს სანდო არჩევნების ორგანიზებას”, მხოლოდ 11% პასუხობს, რომ სრულად ენდობა, 30% კი ამბობს, რომ მას ნაკლებად ენდობა. ამასთან, კითხვაზე მოსახლეობის 25% ამბობს, რომ საერთოდ არ ენდობა, 28% ამბობს, რომ ნაკლებად ენდობა. 6% პასუხი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიIRI: მოსახლეობის 62% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
შემდეგი სტატიაIRI-ის კვლევა: მოსახლეობის 64%-ისთვის ქვეყანის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა