IRI – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 17% – „ნაციონალურ მოძრაობას“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27 პროცენტი ხმას პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

კითხვაზე – „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – გამოკითხულთა 27 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 17-მა პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“; მესამე ადგილზე 7 პროცენტით „ევროპული საქართველოა“.

ამასთან, გამოკითხულთა 5 პროცენტი ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა; 4 პროცენტი „პატრიორტთა ალიანსს“ ; 3 პროცენტი – „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს“; 2 პროცენტი – „ახალი საქართველო“; 1 პროცენტი – „თავისუფალი დემოკრატები“; 1 პროცენტი – „გირჩი“.

ამასთან, ჩამოთვლილთაგან არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19 პროცენტი; 14 პროცენტმა კი – არ იცის/პასუხი არ აქვს.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე 1 500 საქართველოს მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიIRI – რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა წინა წლებთან შედარებით – შემცირებული
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარება” არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკის ხარვეზს