(IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა.

კერძოდ, კითხვაზე “ეთანხმებით, თუ არა მოცემულ დებულებას – საქართველოს დემოკრატიისთვის ჯანსაღია თუ არა რამდენიმე პარტიისგან შემდგარი მთავრობის ყოლა?”, 34% პასუხობს, რომ “სრულად ეთანხმება”, 39% პასუხობს, რომ “ნაწილობრივ ეთანხმება”.

ამ დებულებას 13% ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო 6% კი – სრულად. პასუხი არ აქვს/არ სურს 9%-ს.

იმავე კითხვაზე 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის დროს კოალიციურ მთავრობას 68% ეთანხმებოდა – მათი რიცხვი 5%-ით გაიზარდა.

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით, პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმცირეწლოვანის გატაცების მცდელობა თბილისში – რას გადაურჩა 4 წლის ბავშვი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ყაზბეგში ვითარება სრულად კონტროლირებადია, არის შემთხვევების გარკვეული მატება, თუმცა არ გვაქვს ბევრი კონტაქტი