IRI-ის გამოკითხულთა 74% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ 5% – არა

მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში, IRI-ის გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

დიდი ალბათობით 74%
სავარაუდოდ დიახ 16%
ნაკლები ალბათობით 4%
დიდი ალბათობით არა – 5%
არ იცის ან პასუხი არ აქვს 2%-ს

რა არის ის მთავარი, რაც თქვენს არჩევანს განსაზღვრავს ? გამოკითხულთა 33% კანდიდატებსა და პერსონალიებს ასახელებს, 23% – წარსულ გამოცდილებას, კანდიდატის პარტიული აფილაცია 15%. პლატფორმა და დაპირებები – 14%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 7%-ს.
პარტიული შემოთავაზებებიდან რა განსაზღვრას თქვენს არჩევანს, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 72% პასუხობს – ეკონომიკურ პოლიტიკას. ჯანდაცვა და სოციალური შეთავაზებები არჩევანს განუსაზღვრავს გამოკითხულთა 56%-ს, განათლება – 17%, სასამართლო რეფორმა მხოლოდ 13% და საგარეო მიმართულებებს 10% ასახელებს, რაც ნიშნანდოვლია, რადგან წინა კვლევის თანახმად, საგარეო მიმართულება არჩევანს გამოკითხულთა 15%-ს უსაზღვრავდა.

შეგახსენებთ, ერვონულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება