IRI – გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა
სხვა სტატიები
- არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებუბების შესრულების შესახებ მსჯელობენ
- კობახიძე: დასკვნებში აშკარად იკვეთება “Freedom House”-ის მიკერძოება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ
- მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
კერძოდ, 28 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები ცალსახად უნდა ჩატარდეს, 24 პროცენტი კი ამას გარკეულწილად იზიარებს. გამოკითხულთა 12 პროცენტი რიგგარეშე არჩევნებს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, 24 პროცენტი კი ცალსახად მიიჩნევს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. გამოკითხულთა 12 პროცენტს არ აქვს კითხვაზე პასუხი ან მას არ უპასუხა.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.