IRI: COVID-19-ზე მთავრობის რეაგირებით მოსახლოების 60% კმაყოფილია, 37% – უკმაყოფილო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მთლიანობაში მოსახლეობის 60% კმაყოფილია Covid-19-ზე ხელისუფლების რეაგირებით, ხოლო 37% – უკმაყოფილო.

კვლევის კითხვაზე, “რამდენად ხართ Covid-19-ზე მთავრობის რეაგირებით კმაყოფილი” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

13% – ძალიან კმაყოფლი
47% – ნაწილობრივ კმაყოფილი
21% – ნაწილობრივ უკმაყოფილო
16% – ძალიან უკმაყოფილო
3% – არ ვიცი/უარი პასუხზე
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია ჩხოროწყუში – შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაIRI: მოსახლეობის 75% დანამდვილებით აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემას