IRI: არჩევნები რომ შემდეგ კვირას ტარდებოდეს – ოცნება – 35%, ენმ-ძალა ერთობაშია – 18%, ევროპელები – 3%

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 18% – ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას, 3% – ევროპულ საქართველოს.

სხვა პარტიების შესახებ მონაცემები შემდეგია:

სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
გირჩი – ზურა ჯაფარიძე – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
ლეიბორისტული პარტია – 2%
მოქალაქეები – 2%
ლელო – 1%
სხვა პარტიები – 1%
არცერთი – 10%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 15%
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

banner
წინა სტატიაშივადამდელი არჩევნების ჩატარებას 45% ემხრობა, 45% არ ემხრობა – IRI-ის კვლევა
შემდეგი სტატიაჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სოფელ ინჩხურის ტაძარში მამაოებს შეხვდა