IRI: 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია, 54%-ს კალაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 65%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა.

კახა კალაძე – 54%
დავით ბაქრაძე – 52%
ნიკა მელია – 42%
ბიძინა ივანიშვილი – 40%
გიორგი ვაშაძე – 39%
დავით უსუფაშვილი – 36%
არჩილ თალაკვაძე – 33%
ირაკლი კობახიძე – 33%
სალომე ზურაბიშვილი – 31%
გიგი უგულავა – 29%
შალვა ნათელაშვილი – 27%
მამუკა ხაზარაძე – 26%
ალეკო ელისაშვილი – 26%
ლევან ხაბეიშვილი – 24%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%
ირმა ინაშვილი – 21%
ნინო ბურჯანაძე – 20%
ბადრი ჯაფარიძე – 17%
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიIRI: 59% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, 8% მკაცრად ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაIRI: გამოკითხულთა 82%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 79%-ს ეკლესიის, 64%-ს ქართული მედიის