IRI: 60% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა

დღეს, 2 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, 56%-ის აზრით – ევროკავშირი.

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია:

უკრაინა – 32%
აზერბაიჯანი – 15%
რუსეთი – 11%
თურქეთი – 10%
სომხეთი – 5%
ჩინეთი – 4%
ირანი – 1%
არცერთი – 3%
არ ვიცი/უარი პასუხზე – 4%

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქს აქვს
შემდეგი სტატიამოსახლეობის ნახევარზე მეტი ვადამდელი არჩევნების მომხრეა