IRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა – IRI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. კვლევის შედეგები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კითხვაზე “მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?”, გამოკითხულთა 36% კოალიცია “ქართულ ოცნებას” ასახელებს. მეორე ადგილზე 14%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მესამეზე კი, 10%-ით – “თავისუფალ დემოკრატები”. სხვა პარტიების მაჩვენებლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: “ლეიბორისტული პარტია” – 6%, “პატრიოტთა ალიანსი” – 5%, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 5%, სხვა – 1%. არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს გამოკითხულთა 12%, ხოლო 11%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემები გასულ კვირაში მედიით გავრცელებულ რეიტინგს ემთხვევა.
IRI-ის კვლევები 3-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა, პირდაპირი ინტერვიუს სახით 18 წელს გადაცილებული 1,500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომილება კი 2,5%-ია.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კასპის გამგეობის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატია„იმედი მაქვს, ივანიშვილის პირად პატიმრებს დღეს სასამართლო გაათავისუფლებს,”