IRI​ – ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი 86 პროცენტით ლიდერობს, მეორეზეა ეკლესია 85 პროცენტით, მესამეზე კი ქართული მედია 72 პროცენტით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში გამოკითხულთა 86 პროცენტის კეთილგანწყობით ჯარი ლიდერობს, მას მოსდევს ეკლესია 85 პროცენტით. რეიტინგში მესამე ადგილს მედია იკავებს – გამოკითხულთა 72 პროცენტს ქართული მედიის მუშაობა მოსწონს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 პროცენტს პოლიციის მუშაობა მოსწონს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია:

საჯარო განათლება – 51 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 46 პროცენტი, მთავრობა – 37 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 28 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პროკურატურა – 27 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 27 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 27 პროცენტი, სასამართლოები კი 25 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე აქციის დაშლის დროს დაკავებულთა უფლებებისთვის ბრძოლას აპირებს