IRI:საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 23:51

IRI:საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, გამოკითხულთა 55%-ის პასუხი უარყოფითია. 25% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. 20%-ს კი საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული არ აქვს.
IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარ პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს. კითხვაზე, რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა, გამოკითხულთა 81%-მა ლარის გაუფასურება დაასახელა. 45% კი ფიქრობს, რომ პრობლემა მაღალი გადასახადებია.
რაც შეეხება კვლევის შედეგებს შეკითხვაზე – როგორი მდგომარეობაა დასაქმების კუთხით, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ გაიზარდა უმუშევრობა, 5% ფიქრობს, რომ შემცირდა, 30% – იგივე დარჩა.
IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – როგორია ჯანდაცვის მდგომარეობა, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 10% – გაუარესდა და 8% – არ შეცვლილა.
შეკითხვაზე – რა არის მთავრობის მთავარი ჩავარდნა, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ეს არის დაპირებების შეუსრულებლობა, 11% ფიქრობს, რომ ინფლაცია, 10% – ეკონომიკური კრიზისი, 5% – კრიმინალი, ასევე 5% ფიქრობს, რომ არაკომპეტენტურობა, 2% – გამოუძიებელი საქმეები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2015 23:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics