გიორგი გახარიას გუშინდელი ცართვის შემდეგ მის მიერ ინგა გრიგოლიასთან დიალოგის თემებს ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა:
“კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი ციხის შიშით, ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით არც ციხის გვეშინია, “შამპანურის ‘ბაკალით’ ზღვაზე წამოწოლილები” ვერ დაამარცხებენ ივანიშვილსო. სიტყვა კლოუნი ბევრჯერ გამოიყენა დღევანდელ ეთერში და ეტყობა ფროიდის ეფექტია. მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია”, – წერს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, “რეაქციაში” ჩართვის დროს გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, ამას იმიტომ აკეთებს, რათა ყველას დაანახოს ივანიშვილის რეჟიმის “ნამდვილი, რეალური სახე”.
გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ “არანაიარ ბოიკოტსა და არაფერს ექნება აზრი< ტუ იმას არ მივაღწევთ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდეს".















