5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური, მოჰამედ პაკპური

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია რევოლუციური გვარდიის მეთაური, მოჰამედ პაკპური,_ ინფორმაციას ებრაული გამოცემა ynet ავრცელებს. თეირანი ინფორმაციას უარყოფს.

პაკპური თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი, ჰოსეინ სალამი, გასული წლის 12-დღიანი ომის დასაწყისში ისრაელის მიერ მოკლული იქნა.

ისრაელის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშების სამიზნეები არიან რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი.

ისრაელის მე-12 არხი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია მთლიანად განადგურებულია. ტელეარხის ცნობით, უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ხამენეი ადგილზე.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ
შემდეგი სტატიარუსეთი: ვაშინგტონმა და თელ-ავივმა სახიფათო ავანტიურა კიდევ ერთხელ გაითამაშეს