ირანული რიალი რეკორდულ ზღვარამდე დაეცა

შავ ბაზარზე ირანული რიალის კურსი, დოლართან მიმართებაში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა – Bonbast.com-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” ავრცელებს. სამშაბათის, 4 სექტემბრის მონაცემებით, ერთი დოლარის კურსი 138 ათასი რიალი გახდა. ამავე დროს, ცენტრალური ბანკის ოფიციალური კურსი 42 ათასი რიალია ერთ დოლარზე.
რიალის გაუფასურების დაჩქარება და ეკონომიკური სიტუაციები აშშ-ს ახალ სანქციებს უკავშირდება, რომელიც ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისკან არის მიმართული და რომელიც, 2018 წლის აგვისტოშიგაკეტებული ანონსის თანახმად, მოქმედებას 5 ნოემბრიდან დაიწყებს.
ირანში მასობრივი პროტესტები და ჩინოვნიკების თანამდებობებიდან დათხოვნა დაიწყო. უკანასკნელ თვეს სამსახურიდან გადააყენეს ეკონომიკის, ფინანსებისა და შრომის მინისტრი, ასევე, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.
.

banner
წინა სტატიაში,,არსებობს საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური დასკვნა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს”
შემდეგი სტატიაფეხბურთელი, რომელმაც ამერიკის ჰიმნს იგნორირება გაუკეთა, Nike-ს სახე გახდა