ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება არ უთხოვია.
გამოცემის ინფორმაციით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდება, ვიდრე ვაშინგტონი პოზიციებს არ შეცვლის.
წყაროს ცნობით, პოზიციების შეცვლა უკვე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას გულისხმობს. კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლასთან და ირანული ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით.
ასევე, წყაროს თქმით, უახლოეს მომავალში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების განახლება ნაკლებად სავარაუდოა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის თხოვნით მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულად გამოაცხადა.















