13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ირანული მედია: თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა

ირანის საინფორმაციო სააგენტოები Mehr და ⁠Nour News ინფორმაციას ავრცელებენ, რომ სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ, ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

მათივე ცნობით, სისტემების გააქტიურება საფრთხეზე რეაგირებისა და სარაკეტო თავდასხმის განეიტრალების მიზნით განხორციელდა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, საჰაერო განაგაშის ხმა თეირანის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ისმის.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ თეირანში მცხოვრებმა რამდენიმე პირმა მათ განუცხადა, რომ მათ სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმა ესმით.

ავტორი – ბექა ბერიაშვილი

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციები დიდ ბრიტანეთს საფრთხეს უქმნიან
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი ტრამპის განცხადებას ეხმაურება