5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ირანული მედია: ყუმში საცხოვრებელი ზონა დაიბომბა

ირანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ყუმზე განხორციელებული ღამის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. თავდასხმა დღეს გამთენიისას, ქალაქის პანდრისიანის რაიონში მოხდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით სააგენტოებმა — Fars-მა და Tasnim-მა მონაცემები განაახლეს.

 ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოების განცხადებით, მაშველები მუშაობენ საცხოვრებელ ზონაში, რომელიც სერიოზულად დაზიანდა.

ყუმი თეირანის სამხრეთით მდებარეობს და შიიტური სამყაროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიIDF: “ჰეზბოლამ” ზავის პერიოდი ეკლესიის ქვეშ გვირაბების მშენებლობისთვის გამოიყენა
შემდეგი სტატიასეს-მა ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა