11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ირანული მედია: ისრაელმა და აშშ-მა ირანში გაზის მილსადენი დაბომბა

ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების სამიზნე ორი გაზის ობიექტი და მილსადენი გახდა. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარისგან თავი შეიკავა.

„სიონისტური და ამერიკული მტრის მიერ განხორციელებული მიმდინარე თავდასხმების ფარგლებში, დარტყმები განხორციელდა ისპაჰანში, კავეს ქუჩაზე მდებარე გაზის ადმინისტრაციის შენობასა და გაზის წნევის რეგულირების სადგურზე“, — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

ცენტრალურ ირანში მდებარე ობიექტები „ნაწილობრივ დაზიანდა“, — დასძენს Fars-ი, რომელიც არ ასახელებს წყაროს.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმა ასევე განხორციელდა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხორამშაჰრის ელექტროსადგურის გაზსადენზე.

„ჭურვი ხორამშაჰრის გაზსადენის გადამამუშავებელი სადგურის მიმდებარე ტერიტორიას მოხვდა“, — იტყობინება Fars-ი ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით.

გუბერნატორის განცხადებით, ინფრასტრუქტურა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და გაზის მიწოდების მხრივ შეფერხება არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან ირანის მილსადენებზე თავდასხმამ შესაძლოა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ფასების მორიგი ზრდა გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიირანმა 466 პირი ქვეყანაში დესტაბილიციის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შემდეგი სტატიასეს-მა აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინა