10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ირანული მედია: ისრაელისთვის სამხედრო ლოკაციების გაზიარების ბრალდებით, 20 პირი დააკავეს

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ურმიაში 20 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც ისრაელისთვის სამხედრო, პოლიციისა და უსაფრთხოების ობიექტების ლოკაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნაში ადანაშაულებენ.

BBC-ის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის აგენტებთან დაკავშირებული დაქირავებული მებრძოლების რამდენიმე ქსელი აღმოაჩინეს და 20 პირი სასამართლოს ბრძანების საფუძველზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ჯანდაცვის უწყება: ბოლო 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში 108 ადამიანი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა