11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ირანული მედია: ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანში  სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ერთ-ერთ მათგანს ბრალი ედებოდა ცენტრალურ ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნათანზის ბირთვულ ობიექტთან ახლოს დაზვერვითი მონაცემების შეგროვებაში.

სასამართლო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაღუბ ქარიმფური და ნასერ ბაქარზადე ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს ისრაელთან და მის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობაში.

მათივე თქმით, ქარიმფურმა სენსიტიური ინფორმაცია „მოსადის“ ოფიცერს გადასცა, ხოლო ბაქარზადეს ბრალად ედებოდა დეტალების შეგროვება სამთავრობო და რელიგიურ ფიგურებზე, ასევე მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის ნათანზის ტერიტორიაზე.

ოპოზიციური გამოცემა Iran International-იც ადასტურებს ორივე მამაკაცის ჩამოხრჩობის ფაქტს.

ირანი ხშირად სჯის სიკვდილით პირებს, რომლებსაც ჯაშუშობაში სდებს ბრალს, თუმცა ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს იშვიათად წარადგენს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: დე-ფაქტო ხელისუფლება თვითონ არის მიზეზი – გაძვირებული ფასებისაც, კარტელებისაც და მონოპოლიებისაც