ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მომდევნო თვეში დაკრძალავენ.
გავრცელებული ცნობით, მისი დაკრძალვა ირანის დედაქალაქში, თეირანში 4 ივლისს დაიწყება დაა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში 9 ივლისს დასრულდება.
როგორც ცნობილია, ხამენეის ცხედარს მაშჰადში იმამ რეზას სალოცავში დაკრძალავენ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილია.
ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველ დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.
ალი ხამენეი მემკვიდრე მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი გახდა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.
















