ირანული მედია ადასტურებს, რომ IRGC-ის დაზვერვის შეფი და მისი მოადგილე მოკვდნენ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ, – ინფორმაციას ირანის მედია დასტურებს.

სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპა IRGC-ის დაზვერვის ოფიცერი, მოჰსენ ბაღერი.

მანამდე, ახალი ამბების ვებგვერდმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ IRGC-ის დაზვერვითი ორგანიზაციის უფროსი, მოჰამად ქაზემი და მისი მოადგილე ნანგრევებში არიან მოყოლილნი მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ორგანიზაციის შენობაზე იერიში მიიტანა. მედიის მიხედვით, მათი მდგომარეობა “გაურკვეველი” იყო. აღნიშნული ცნობა მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმა სწორი ნაბიჯი იყო, ქოცბანდა მათ გაუქმებას გეგმავს – დავით ქაცარავა
შემდეგი სტატიაMI-6-ის უფროსად, პირველად ისტორიაში დაინიშნა ქალი – ბლეიზ მეტრეველი