CNN-ის ინფორმაციით, ირანული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, თავდასხმა რამათ დავიდის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.
თუმცა, წყაროს ცნობით, ბაზის ერთ-ერთ ნაწილს არა რაკეტა, არამედ მისი ნამსხვრევები მოხვდა.
ამავე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ზიანის მასშტაბს იკვლევენ.


















