17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტი უფასო გახდა

Space X-მა ირანში Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN ტექნოლოგიების ექსპერტებზე დაყრდნობით. სხვადასხვა ინფორმაციით, ირანში სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის მიმღები ათეულობით ათასი ტერმინალი უნდა არსებობდეს, თუმცა რეჟიმი მათ აქტიურად ებრძვის.

“საჭიროა სტარლინკის ტერმინალის დადგმა ისეთ ადგილას, საიდანაც ის ცას დაინახავს და ინტერნეტი მოგეწოდება”, – ამბობს აჰმად აჰმადიანი, ექსპერტი.

CNN-ის თანახმად, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არც თეთრ სახლს გაუკეთებია და არც Space X-ს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიავენესუელაში პოლიტ-პატიმრებს ათავისუფლებენ