ირანში შეტაკებები გრძელდება (ვიდეო)

ირანის თითქმის ყველა პროვინციაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, მომიტინგეების პოლიციასთან და უშიშროების ძალებთან შეტაკებებით სრულდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია ირანის სამხრეთით – პროვინცია ხუზესტანში. ამ პროვინციის ქალაქ აჰვაზში, გამძვინვარებულ მომიტინგეთა მასასთან დაპირისპირების დროს, პოლიციამ გაქცევით უშველა თავს.

ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის ნაციონალური საბჭოს განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში ხელისუფლების მიერ კიდევ 2 მომიტინგე იქნა მოკლული.

 

https://youtu.be/FgTiXQCDFOM

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოველი პენსიონერ ქალს ვაგინაში შამპანურის საცობი გაეჭედა
შემდეგი სტატიამარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ