15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა,- ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ ირანის საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო მუშკებისგან მიიღო, რომლებმაც მონაცემები ქვეყანაში ფარულად შეტანილი Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გამოყენებით გადასცეს.

როგორც „თაიმსი“ წერს, ანგარიშის თანახმად, რომელიც რვა მსხვილი ოფთალმოლოგიური საავადმყოფოსა და 16 სასწრაფო დახმარების განყოფილების სტატისტიკას ეფუძნება, დაღუპულთა რიცხვი 16 500-დან 18 000-მდე მერყეობს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტებმა ირანში დაახლოებით 50 000-60 000 Starlink ტერმინალის შეტანა მოახერხეს, თუმცა მათი გამოყენება სასიკვდილო რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უსაფრთხოების ძალები რეიდებს ატარებენ თანამგზავრული ანტენების იდენტიფიცირების მიზნით.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყანაში 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 500 თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიშსს – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
შემდეგი სტატიათბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი იყო