ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია

Sky News-ის ინფორმაციით, ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია.

გარდაცვლილთა რაოდენობის უმეტესობა თეირანის გარეთ, პროვინციებში დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 38 გარდაცვლილით ჩჰარმაჰალსა და ბახტიარიში, ილამში, კერმანშაჰსა და ფარსშია.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების აქტივისტები ირანში“, საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულებს შორის 50 დემონსტრანტი და ირანის უსაფრთხოების ძალების 15 თანამშრომელია.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აღმოსავლეთ ირანში, ტაბასის უდაბნოში მდებარე შორეულ მიწისქვეშა სამალავში გადაიყვანა.

ირანის 108 ქალაქში პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. გავცრელებული ინფორმაციით, დემონსტრაციებზე უსაფრთხოების ძალებმა 2311 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, დღეს ირანის არმიამ განაცხადა, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავს“.

„არმია, უზენაესი მთავარსარდლის მეთაურობით, რეგიონში მტრის გადაადგილების დაკვირვების პარალელურად, ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასა და საჯარო ქონებას მტკიცედ დაიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ვლადიმერ პუტინის დაკავება არ იქნება აუცილებელი ისე, როგორც ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა” – ტრამპი
შემდეგი სტატია„ნესტლე საქართველო“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის და ფულად კომპენსაციას სთავაზობს