ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აღემატება

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველები ავრცელებენ.

მათი ცნობით, დაღუპულია 3 090 ადამიანი. მათ შორის 2 885 დემონსტრანტია.

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერს“ თეირანის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ბოლო ორი დღეა, ირანის დედაქალაქში საპროტესტო აქციები აღარ იმართება. ქალაქის თავზე დაფრინავენ დრონები.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ამის მიზეზი ირანის ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება იყო. ხელისუფლებამ აქციები ძალის გამოყენებით ჩაახშო. რამდენიმე დღის განმავლობაში არ მუშაობდა ინტერნეტი.

banner
წინა სტატიაშიქართულ-თურქული ცენტრი – თანამედროვე სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრი ერთ სივრცეში
შემდეგი სტატია“მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე” – ლევან მაჭავარიანი ბაჩო ახალაიას განცხადებებზე