6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

“ირანში “რეჟიმის ცვლილება” უკვე მოხდა…მოჯტაბა ხამენეი ან გარდაცვლილია, ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში „რეჟიმის ცვლილება“ უკვე მოხდა მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მრავალი მაღალი თანამდებობის პირი ომის დაწყებისას და შემდგომი დარტყმების დროს დაიღუპნენ.

„ის ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, სრულიად განსხვავებული ჯგუფის ადამიანები არიან.[ისინი] ძალიან პროფესიონალები არიან“, – განაცხადა ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი მტკიცებით, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამეინი, შესაძლოა გარდაცვლილი ან მძიმედ დაშავებული იყოს.

„შვილი ან გარდაცვლილია, ან უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ მისგან საერთოდ არაფერი გვსმენია“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის მიზანი ირანის ნავთობის ხელში ჩაგდებაა
შემდეგი სტატია“იერუსალიმის ლათინ პატრიარქს მაცხოვრის წმინდა საფლავის ტაძარზე სრული წვდომა ექნება” – ბენიამინ ნეთანიაჰუ