7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ირანში ომის გამო, ტრამპმა ჩინეთში ვიზიტის ერთი თვით გადადება ითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა.

„ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ომის გამო, აქ მინდა, ვიყო. მგონია, რომ აქ უნდა ვიყო. ამიტომ ვითხოვეთ, რომ შეხვედრა ერთი თვით გადაგვედო. მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად ყოფნას, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, გასულ თვეში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდე იყო დაგეგმილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს უნდა შეხვედროდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ყველას დამაიმედებელი განწყობა აქვს” – სახალხო დამცველი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე