11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ირანში მომიტინგე ერფან სოლტანს დღეს სიკვდილით დასჯიან

ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის ნათესავის, თქმით, 26 წლის კაცის სიკვდილით დასჯა დღეს იგეგმება.

მას რეჟიმი ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ედავება.

მისმა ნათესავმა BBC Persian-თან საუბრისას აღნიშნა, რომ სოლტანი ხუთშაბათს დააკავეს- იმ დღეს, როდესაც ირანში საპროტესტო გამოსვლებმა პიკს მიაღწია.

„უკიდურესად დაჩქარებული პროცესის შედეგად, სულ რაღაც ორ დღეში, სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა“, – განაცხადა ნათესავმა და დასძინა, რომ ოჯახს აცნობეს, რომ მისი დასჯა ოთხშაბათს, 14 იანვარს იგეგმებოდა.

ავიარ შეხიმ, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰენგაუდან“, განაცხადა, რომ მის ჯგუფს „არასდროს უნახავს საქმე, რომელიც ასე სწრაფად წარიმართებოდა“.

8 იანვარს დაკავებული და სიკვდილმისჯილი აქციის მონაწილე ერფან სოლტანი, ამჟამად კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიირანი: თუ, ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, თეირანი მათ ტერიტორიაზე განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყამს
შემდეგი სტატიაპლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და სამ ლიტრამდე ბოთლებით სასმელის შეძენა აიკრძალება