ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ინფორმაციას „როიტერი“ ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფ NetBlocks-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გრძელდება.

ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიდანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა – კახეთში მეზობელმა 48 წლის მამაკაცი მოკლა
შემდეგი სტატიაისრაელის ძალებმა ღაზა სექტორში დარტყმების შედეგად 7 პალესტინელი მოკლეს