14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ირანში მამაკაცი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს მეჩეთის დაწვის ბრალდებით დააკავეს, სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციებისას მეჩეთის დაწვის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ ამირალ მირჯაფარს ბრალად ისრაელის დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული ქსელის ლიდერობაც ედებოდა.

მედიის ცნობით, მისი სიკვდილით დასჯა უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და სამშაბათს, დილით აღასრულა.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტისახელისუფლებო აქციებში გადაიზარდა. როგორც მედია წერს, დემონსტრაციების დროს აქციის ასობით მონაწილე მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტი, შესაძლოა, სამშაბათს განაახლოს
შემდეგი სტატიააშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს ისლამაბადში გაემგზავრება