“ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით,პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ირანში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და პირდაპირ აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას.
გეგელიას შეფასებით, მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ხელისუფლება ცივილიზებული სამყაროს ნაცვლად, ავტოკრატიულ რეჟიმებს ირჩევს.
„ირანში ყოფნით „ქართული ოცნების“ რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ის არის ამ ტიპის ავტოკრატიების მხარეს, ის არის დიქტატურის მხარეს, ზოგადად, საკაცობრიო იდეალების, განმანათლებლობების, ცივილიზაციის წინააღმდეგ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ვიზიტი არ არის მხოლოდ ღირებულებითი განაცხადი, ეს არის თქვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომართული ვიზიტი, რომელიც პირდაპირ აზარალებს ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რომელიც უკვე განადგურებულია“, — განაცხადა გეგელიამ ტვ პირველთან.
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა, რასაც ოპოზიციურ სპექტრში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

















