ირანში ჰომოსექსუალი თავმოკვეთილი იპოვეს

ირანული მედია 20 წლის ირანელი ბლოგერ-ჰომოსექსუალის მკვლელობაზე ავრცელებს ინფორმაციას. უფლებადამცველების ცნობით, ალი ფაზელი მონფარედი, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილი იყო როგორც ალიზერა, გასულ კვირას უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

მონფარედის პარტნიორმა თქვა, რომ ის, შესაძლებელია, საკუთარი ოჯახის წევრმა მამაკაცებმა მოკლეს.

ალიზერა დედასთან კავშირზე უკანასკნელად 4 მაისს გავიდა. შემდეგ ქალს მამაკაცებმა დაურეკეს და უთხრეს სად უნდა ეპოვა საკუთარი შვილის თავმოკვეთილი ცხედარი.

ჰომოსექსუალიზმი ირანში ტაბუდადებული თემაა. ერთნაირსქესიანთა კავშირი კანონით ისჯება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სინაგოგებზე თავდასხმა პრეზიდენტმა შტაინმაიერმა დაგმო
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა