ირანის ციფრული იზოლაცია სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.
Netblocks-ის ინფორმაციით, გლობალურ ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა უკვე 1000 საათს გადასცდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი ბლოკადა ინტერნეტის ისტორიაში.
მიუხედავად გლობალური წყვეტისა, ირანის შიდა ქსელი ფუნქციონირებს. მუშაობს ლოკალური მესენჯერები, საბანკო პლატფორმები და სახელმწიფო სერვისები, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, ქვეყნის შიგნით პროცესები მართოს, თუმცა ინფორმაციის გადინება გარეთ დაბლოკოს.
ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საპროტესტო განწყობების ჩახშობას და საგარეო ინფორმაციული გავლენების მინიმიზაციას ომის პირობებში.














