ირანში გეი ჩამოახრჩვეს

ირანში ჩამოხრჩობით დასაჯეს მამაკაცი, რომელსაც ბრალი ჰომოსექსუალიზმში ედებოდა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, შემთხვევა წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. 31 წლის ირანელის სახელსა და გვარს არ წერენ. მას ფარსის პროვინციაში, ქალაქ კაზერუნში ორი 15 წლის მამაკაცის გატაცებასა და, ასევე, მამაკაცებს შორის სქესობრივ კავშირში დასდეს დასდეს. სააგენტო ISNA წერს, რომ ქალაქის მკვიდრებმა მამაკაცის დასჯის გამო “კმაყოფილება გამოხატეს და სასამართლო ორგანოებს მადლობა გადაუხადეს. ”

ირანი იმ 70 ქვეყანათაგანია, სადაც ერთნაირსქესიანთა კავშირი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. ჰომოსექსუალური ურთიერთობების გამო, აქ, შესაძლებელია, მიიღო როგორც თავისუფლებსი შეზღუდვა, ასევე, სიკვდილით დასჯა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრეზიდენტმა მაიკ პენსს რუსეთის საქართველოსა და უკრაინის აგრესიები შეახსენა
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირზე კომენტარს არ აკეთებს