11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს,  1-ელ მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს­ საგანგებო სხდომა გაიმართება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.

„მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, – აცხადებს კაია კალასი.

banner
წინა სტატიაში,,ბიბისის” ინფორმაციით, თეირანში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის
შემდეგი სტატია,,ჩვენ ამ მომენტებისთვის ვემზადებოდით და განვიხილეთ ყველა სცენარი” – ირანის პარლამენტის თავმჯდომარე