6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ირანში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს

ირანში დაღუპულთა რიცხვი 1200-ს აჭარბებს, – ინფორმაციას The Sky News ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული საჰაერო დარტყმების შედეგად 1230 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის იერიშის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელში 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 77 ადამიანი ემსხვერპლა. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული. ბოლო მონაცემებით, ბაჰრეინში – ერთი, ქუვეითში – სამი, ომანში – ერთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – სამი, ხოლო სირიაში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ, შესაძლოა “ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილოს