6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო

ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო,_ ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 3-დღიანი პროცედურა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის “ინფრასტრუქტურის აღდგენამდე” გადავადდა.

 ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის გაიმართება ხამენეის დაკრძალვა.

აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. როგორც ირანულ მედიაში გავრცელდა ცნობები, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი გახდება. მოჯტაბა ხამენეი პოზიციაზე ოფიციალურად ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ უნდა წარადგინონ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა კარგად უნდა შეხედოს თუ რით მთავრდება დიქტატურა
შემდეგი სტატიასლოვაკეთი უკრაინასთან საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების დახმარების შესახებ შეთანხმებას წყვეტს