16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ირანში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თავს დაესხმება, რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურა თეირანის სამიზნე გახდება

“ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა.

მისი განმარტებით, თეირანი რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მუქარას შეასრულებს და ირანის ელექტროსადგურებს დაესხმება თავს.

„თუ მტერი თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში არსებული აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამტკნარების ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, – აღნიშნა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

banner
წინა სტატიაში„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს ისრაელში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირანი: ჰორმუზის სრუტე ყველასთვის ღიაა, მტრების გარდა