12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან აშშ-ის მხრიდან შესაძლო სახმელეთო დარტყმას უპასუხონ

Reuters წერს, რომ ირანი აშშ-ს აფრთხილებს.

ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან აშშ-ის მხრიდან შესაძლო სახმელეთო დარტყმას უპასუხონ და ვაშინგტონს თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ ერთის მხრივ მოლაპარაკებების სიგნალებს აგზავნის, თუმცა პარალელურად ფარულად სახმელეთო ძალების შეყვანას გეგმავს. მისივე თქმით, თეირანი მზად არის საპასუხო მოქმედებებისთვის.

„სანამ ამერიკელები ირანის კაპიტულაციას მოითხოვენ, ჩვენი პასუხი ასეთია: ჩვენ არასოდეს მივიღებთ დამცირებას,“ — განაცხადა ყალიბაფმა ქვეყნისადმი მიმართვისას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა
შემდეგი სტატიარუსეთში ინტერნეტის შეფერხების ფონზე, ხალხს სახლის ტელეფონებზე დაბრუნებას ურჩევენ