ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად მოკლულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი.

ბაგერი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი იყო. ის რევოლუციური გვარდიის რიგებს 1980 წელს შეუერთდა.

შეგახსენებთ, ისრაელში რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი: ომის დამნაშავე პუტინი საქართველოში იჭრება და არჩევნებს აყალბებს
შემდეგი სტატიამანდატური მეცა, ხელი მთელი ძალით მკრა და ქვის იატაკზე დამახეთქა… დალურჯებები მრავლდება და მრავლდება – მოქალაქე