ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მოხდა

ირანში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მოხდა. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თეირანიდან ჩრდილო-დასაველთით, 375 კილომეტრში მდებარეობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირანი სახელმწიფო მედიასაშუალებები იტყობინებიან, შარაბიანის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა. ირანში მიწისძვრა ხშირად ხდება, 2003 წელს ქვეყნის სახმრეთ-აღმოსაველთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბამში სტიქიას 26 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში გვიან ღამით თათბირი გამართა
შემდეგი სტატიაცესკო: ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით