13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“ირანს შეთანხმების დადება ძალიან უნდა, მაგრამ ეშინია” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან შიშობენ, რომ მოკლავენ.

„ისინი, სხვათა შორის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ არ მიიღო ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ მუშაობს პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე, რათა გამოსავლის გზები განიხილონ.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: “ის ფაქტი, რომ ისინი ახლა მოლაპარაკებებზე საუბრობენ, ზუსტად დამარცხების აღიარებაა”
შემდეგი სტატიაისრაელმა საჰაერო ძალებმა ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს