9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ”- ტრამპი ირანის “ახალი პრეზიდენტის” შეთავაზებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანის „რეჟიმის ახალმა პრეზიდენტმა“, რომელიც მისი თქმით, „ბევრად ნაკლებად რადიკალიზებული და გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მისი წინამორბედები, ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა!“

ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ აშშ ცეცხლის შეწყვეტის ამ სავარაუდო შეთავაზებას მხოლოდ მაშინ განიხილავს, „როდესაც ჰორმუზის სრუტე იქნება ღია, თავისუფალი და უსაფრთხო“.

„მანამდე კი, ჩვენ ირანს აღგვიგვით პირისაგან მიწისა ან, როგორც იტყვიან, ქვის ხანაში დავაბრუნებთ!!!“ — წერს ტრამპი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის გულისხმობს ტრამპი „რეჟიმის ახალ პრეზიდენტში“. ამ კვირის დასაწყისში მან დაადასტურა, რომ აშშ კონტაქტზე იყო ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამედ ბაღერ გალიბაფთან, თუმცა ეს უკანასკნელი პრეზიდენტად არ დანიშნულა და არც წინა ლიდერებზე ნაკლებად ხისტ ფიგურად მიიჩნევა.

ოთხშაბათს, ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა (რომელიც ამ პოსტს 2024 წლიდან იკავებს), მართლაც განაცხადა, რომ ირანი მზად არის დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს.

ეს პოსტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეცვალა პოზიცია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. გასულ კვირას ის იმუქრებოდა ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვით, თუ თეირანი ყველა გემს თავისუფლად არ გაატარებდა. თუმცა, გუშინ მან რამდენჯერმე მიანიშნა, რომ აშშ მზად იყო დაესრულებინა ომი ამ საკითხის გადაჭრის გარეშეც და რომ სხვა ქვეყნებს მოუწევდათ ამ პრობლემაზე ზრუნვა, რადგან ეს მათ უფრო მეტად აზარალებთ, ვიდრე ამერიკას.

banner
წინა სტატიაშირუსული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა-ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასეს-მა ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა