ირანმა ზავი ითხოვა. ამის შესახებ შესაბამისი პოსტი დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა სათაურით:
“მშვიდობა ძალის მეშვეობით”.
ისრაელმა და ირანმაც დაადასტურეს ომი დასრულება. მაშ ასე: ომი რომელიც 12 დღე გაგრძელდა, დასრულებულიაასეთი შედეგებით:
✅️ ირანის ატომური პროგრამა განადგურებულია.
✅️ ირანის სარაკეტო პროგრამის და შესაძლებლობების 80% განადგურებულია.
✅️ირანის ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებები განადგურებულია.
✅️ ირანის სამეცნიერო პოტენციალი განადგურებულია.
✅️ ირანის სამხედრო ელიტა ლიკვიდირებულია.
✅️ ირანის გეოპოლიტიკური წონა რეგიონში ისტორიის საკუთრება გახდა, ამ ეტაპზე მაინც.
✅️ ირანის პროქსი ძალები სასტიკადაა დამარცხებული, ბოლოს აგერ ირანიც მიაყოლეს ზედ
✅️ ჩინეთ-რუსეთის ტანდემმა ვერაფერი ქნა და რეგიონზე აღდგა აშშ-ს კონტროლი და მისი მოკავშირის ისრაელის გავლენა საოცრად გაძლიერდა.
რაც შეეხება რატომ არ დაამხეს აითოლების რეჟიმი. ამ ომის დაწყების მიზანი ეს არც ყოფილა.
რა მიზანიც ჰქონდა იმას ყველაფერს მიაღწია აშშ-ისრაელის ტანდემმა, რაც შეეხება რეჟიმის დამხობას, თუ ირანში შიდა აჯანყება დაიწყებოდა დაეხმარებოდნენ, ეგ არ მოხდა, ისე კი რეჟიმის დასამხობად სახმელეთო ოპერაციას არავინ დაიწყებდა. მაგრამ დამარცხებულ მთავრობებს ხშირად უდგებათ ომის შემდგომ ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა, დაუდგება თუ არა ირანის რეჟიმს მომავალი გვიჩვენებს!
ბოლოს კი დასკვნის სახით ბრწყინვალე საინფორმაციო შედეგიც მიიღეს მოკავშირეებმა მსოფლიო თვალში და მათი გეოპოლიტიკური წონაც საოცრად გაიზარდა და აი რატომ:
✅️ მსოფლიო იხილა აშშ-ს საოცარი სამხედრო შესაძლებლობები და ძლევამოსილება.
✅️ მსოფლიომ ასევე იხილა თუ რა ძლიერია აშშ-ც პოლიტიკური გავლენები, როცა ისლამურ სამყაროს აყურებინება როგორ აუთოვებდნენ ირანს და ხელი არ გაანძრევინა.
✅️ ისრაელი. მსოფლიოს უძლიერესი დაზვერვა და უმაღლესი დონის ავიაცია.
– დათა გუნჯუა –