ტაილანდმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ტაილანდური ნავთობმზიდი გემების ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გატარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ქვეყანაში საწვავის იმპორტთან დაკავშირებულ შეშფოთებას, რომელიც რეგიონში მიმდინარე ომის გამო გამწვავდა.
ჰორმუზის სრუტეზე გადის მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20%. ომის პირობებში მისი გადაკეტვა ან იქ ნავიგაციის გართულება გლობალურ ენერგოკრიზისს იწვევს.
მაშინ, როცა ბევრი ქვეყნისთვის სრუტე სახიფათო ზონად რჩება, ტაილანდმა ირანისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.
ეს ნაბიჯი დაეხმარება ტაილანდს ენერგორესურსების სტაბილურ მოპოვებაში და თავიდან აარიდებს შიდა ბაზარზე ფასების მკვეთრ ნახტომს.















